სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის პირადად უხელმძღვანელებს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის განთავისუფლებას, რადგან, მისი თქმით, ეკლესია „ანტიქრისტიანულმა და ანტისახელმწიფოებრივმა ჯგუფმა“ დაიპყრო.
უკვე დაკავებულია რამდენიმე სასულიერო პირი, ასევე რუს-სომეხი ოლიგარქი, სამველ კარაპეტიანი, რომელიც ეკლესიასში პრორუსულ გავლენებს იცავდა. მას გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებენ.
შეგახსნებთ, რომ ფაშინიანმა ასევე მოუწოდა სომხეთის კათალიკოს-პატრიარქს, გარეგინ II-ს, რომ თანამდებობა დატოვოს.








