27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა არჩევნებამდე 1 დღით ადრე ამომრჩევლის მოსყიდვის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა არჩევნებამდე 1 დღით ადრე ამომრჩევლის მოსყიდვის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა და 40-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

გამოძიების მიხედვით, ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატობის კანდიდატმა ჯგუფთან ერთად, არტაშატის მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი ამომრჩეველი მოისყიდა და მათ 100 000-დან 500 000 დრამამდე თანხა გადაუხადა. სანაცვლოდ ამ მოქალაქეებს ხვალ ძლიერი სომხეთისთვის უნდა მიეცათ ხმა.

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტი აცხადებს, რომ დღეს და ხვალ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფართომასშტაბიან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს იწყებს ამომრჩევლის მოსყიდვის სქემების გამოსავლენად.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა ინსტრუმენტს და თანამედროვე ტექნიკას, მათ შორის უპილოტო საფრენ აპარატებს, რათა დააფიქსირონ ქრთამის მიცემისა და აღების ფაქტები.

მათივე ცნობით, უკვე აქვთ ასობით ოპერატიული მონაცემი და ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოპოვებული სიები, რომლებიც ათასობით მოქალაქის მონაცემებს შეიცავს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მიუთითებს იმას, რომ მათ ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა არ გააჩნიათ
შემდეგი სტატიალუკაშენკო: ჩვენ ომი არ გვინდა