სომხეთის საელჩო: ინფორმაცია, რომ საქართველო ჰუმანიტარულ დახმარებას აფერხებს, სიცრუეა

აქართველოში სომხეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს დეზინფორმაციაზე იმის თაობაზე, რომ საქართველო სომხეთის მიმართულებით ჰუმანიტარულ დახმარებას არ ატარებს.

“ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველო აფერხებს სომხეთში მიმავალ ჰუმანიტარულ დახმარებას და საწვავს სიმართლეს არ შეესაბამება.

ჰუმანიტარული დახმარების და საწვავის გადატანის მხრივ პრობლემა არ არსებობს!

საქართველოში სომხეთის საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან.

იმ შემთხვევაში, თუ წააწყდით რამე პრობლემას საქართველოში ტრანზიტთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოში სომხეთის საელჩოს, რათა პრობლემა სწრაფად გადაიჭრას.

ამავდროულად, მოგიწოდებთ, ნუ გაავრცელებთ დეზინფორმაციას, რადგან ეს პირდაპირ აზიანებს სომხეთის სახელმწიფოს ინტერესებს”. – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში® საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში მატყლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
შემდეგი სტატიასაგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ რუკას ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან კავშირი არ აქვს