სომხეთის საელჩო: აქციაზე დაშავებულთა შორის ეთნიკური სომეხია

საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობასთან მომხდარი დაპირისპირების დროს, დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ეროვნებით სომეხია. საელჩოს ცნობით, დავით გრიგორიანი საქართველოს მოქალაქეა. ასევე, განცხადებაში ნათქვამია,  რომ გრიგორიანი იმავე საღამოს თავის ტრავმებით თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ქართველმა და სომეხმა დიპლომატებმა დაშავებული ერთად მოინახულეს – საელჩოს განცხადებას სომხური “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიდარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები დასასვენებლად ანტალიაში გაუშვეს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანელმა აქტივისტმა მისი განმეორებითი დაპატიმრების საფრთხის შესახებ განაცხადა