21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

სომხეთის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მისი თქმით, ხმა მისცა სომხეთის მშვიდობიან და სტაბილურ მომავალს.

„ხმა მივეცი სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობიან, განვითარებად, ძლიერ და სტაბილურ მომავალს“, – განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

დღეს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ორი საათისთვის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,84% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 8%-ით მეტია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავდასხმების გამო სოჭის აეროპორტის მუშაობა შეფერხდა
შემდეგი სტატიასომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია: 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 48,92% შეადგინა