სომხეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს “სომხეთის სიამაყე” უწოდა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარკსიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა, როგორც უპრეცენდენტო. “უკანასკნელ დღეებში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები უპრეცენდენტო მოვლენაა. ის, რომ სამოქალაქო მოძრაობა ორგანიზებულია და ცივილური გავნითარებით საერთო სახალხო მოძრაობაში გადაიზარდა, ყველა სომეხისთვის სიამაყის საგანია” – პრეზიდენტის ტექსტიდან ამონარიდს ადგილობრივი “რადიო თავისუფლება” აქვეყნებს.
“ზუსტად ასევე სერჟ სარგსიანმა ზუსტი შეფასებით ახალი სომხეთის კარები გააღო, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით პარლამენტში, სოლიდარობით უნდა გააგრძელოს ეს გზა, იხელმძღვანელოს რა კონსტიტუციით” – ხაზგასმით აღნიშნა სარკსიანმა. “დარწმუნებული ვარ ათასწლობით დაგროვებულ სიბრძნეში, ამაყი ვარ, რომ დღევანდელ სომხეთს ასეთს ვხედავ, და მიხარია, რომ ხვალ ვიცხოვრებ ძლიერ, ერთიან, სამართლიან და აყვავებულ სომხეთში” – დაამატა სომხეთის პრეზიდენტმა.

სომხეთში ახალი საპროტესტო ტალღა 25 აპრილიდან განახლდა. ოპოზიცია რესპუბლიკური პარტიის “უპირობო კაპიტულაციას” ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვებ-გვერდი დაიხურა
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა იწყება