სომხეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარა

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაგრამ თვლის, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრისას აუცილებელია მხედველობაში მიიღონ ხალხების უფლება თვითგამორკვევაზე.
“ჩვენ ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ვაღიარებთ, მათ შორის აზერბაიჯანის. მაგრამ ხალხების თვითგამორკვევა ტერიტორიულ მთლიანობას არანაირად არ ეწინააღმდეგება” – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე სინანულით აღნიშნა,რომ მთლიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ნდობის ფაქტორი აბსოლუტურად გაქრა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის თქმით, პოროშენკო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს
შემდეგი სტატიალუკაშენკომ საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზად სარეცხი ფხვნილის უქონლობა დაასახელა