სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. კათოლიკოსი ჩვენს მეხსიერებაში დარჩება, როგორც სახელმწიფოზე მზრუნველი, გამორჩეული სასულიერო პირი, ქრისტიანული ღირებულებებისა და მემკვიდრეობის ურყევი დამცველი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ხალხის სამსახურს, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას, ეროვნული სოლიდარობისა და ერთიანობის განმტკიცებას მიუძღვნა.
გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ხელმძღვანელობას და საქართველოს ხალხს. მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“, – წერს სომხეთის პრეზიდენტი.
















