სომხეთის პრემიერს აზერბაიჯანის საზღვართან საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსება სურს

სომხეთის პრემიერს აზერბაიჯანის საზღვართან საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსება სურს

სომხეთის პრემიერი ნიკოლ პაშინიანი ოფიციალური წინადადებით გამოვიდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საერთაშირისო დამკვირვებლების განთავსებასთან დაკავშირებით – სომხური მედია წერს. “რადგანაც სიტუაცია ფეთქებადსაშიშია, ღია წინადადებით გამოვდივარ, რომელიც მიმართულია საერთაშორისო თანამეგობრობისკენ, ასევე, აზერბაიჯანის მთავრობისადმი, ვთანხმდებით იმაზე, რომ ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები სარკისებურად ძალიან სწრაფად გავიდნენ საზღვრიდან. ჩვენი წინადადებაა, რომ ამ ტერიტორიებიდან ისინი მუდმივი დისლოკაციის ადგილას დაბრუნდნენ, ამის ნაცვლად კი ვთავაზობთ, რომ საზღვრის პერიმეტრზე საერთაშიროსი დამკვირვებლები განთავსდნენ, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთს ან ეუთოს მინსკის ჯგუფის ქვეყანა-თანათავმჯდომარეებს” – განაცხადა პაშინიანმა. მისი თქმით, საუბარია სოტკა-ხოზნავარის საზღვარზე.

წუხელ, აზერნაიჯანმა 6 სომეხი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანა.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სიტუაცია 12 მაისიდან ისევ დაიძაბა.

banner
წინა სტატიაშისოფელ გუმათთან ვითარება დაიძაბა
შემდეგი სტატიაშსს: გუმათში „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს მოვუწოდებთ, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე