სომხეთის პრემიერად “გაზპრომის” ყოფილი ტოპ-მენეჯერი დაინიშნა

1სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ხელი მოაწერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად კარენ კარაპეტიანის დანიშვნას. კარაპეტინმა ამ თანამდებობაზე ობიკ აბრამიანი შეცვალა, რომელიც გასულ კვირას გადადგა.

კანონის მიხედვით, სომხეთის პრემიერმა 20 დღის მანძილზე ახალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს.
ახალ პრემიერს რესპუბლიკაში კარგად იცნობენ – 2001-2010 წლებში ის კომპანია “არმროსგაზპრომს” ხელმძღვანელობდა, რომელიც რუსული გაზის სომხეთისთვის მიწოდებას ახორციელებდა. 2010-2011 წლებში ახალი პრემიერი ერევნის მერად მუშაობდა.
გასული წლის ბოლოს კარაპეტიანი “გაზპრომ ენერგოჰოლდინგის” საერთაშორისო პროექტების გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: მე და ხმალაძე პროვოკაციებს ვგეგმავთ, რომლითაც ქვეყანა უნდა დავამხოთ
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: არავითარი ფულები ჩვენთვის არ გამოუგზავნია არც მიშას და არც ბიძინას