15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავა

მალე რუსეთში წავალ, ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ,- აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერევანი მოსკოვთან კავშირებს ინარჩუნებს.

„მალე რუსეთში წავალ. ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა ერევანში მოქალაქეებთან შეხვედრისას, რუსეთთან ურთიერთობების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას.

ფაშინიანმა დასძინა, რომ რუსეთი სომხეთისთვის მეგობრულ ქვეყნად რჩება.

23 მარტს ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგი და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, შესაბამისი შესაძლებლობის შემთხვევაში, მოლაპარაკებები პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიExclusive – რატომ გასცა ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ დასახლებულ პუნქტში ბეტონის ქარხნის მშენებლობის ნებართვა?!
შემდეგი სტატიაშსს-ს ერთ თანამშრომელს უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი წარუდგინეს, სამი თანამდებობიდან გაათავისუფლეს