სომხეთის პრემიერ-მინისტრად პაშინიანი არ აირჩიეს

ნიკოლ პაშინიანი და მისი პოლიტიკური გუნდი დაინტერესებულია, რომ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი არ იქნეს არჩეული. ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს პაშინიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი იყო, არ აურჩევიათ. კენჭისყრის მეორე ტური 1 ნოემბერს გაიმართება.
ნიკოლ პაშინიანი პრემიერ-მინისტრობიდან 16 ოქტომბერს გადადგა. მისი მიზანია ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ახლა პარლამენტში უმრავლესობა ყოფილ მმართველ რესპუბლიკური პარტიას აქვს.
თუკი ახლა ერთი კვირის მანძილზე სომხეთის პრემიერ-მინისტრს არ აირჩევენ, რაც უნდათ პაშინიანს და მის გუნდს, ქვეყნის კონსტიტუციით, პარლამენტს დაითხოვენ, რომ შემდეგ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს – წერს “ამერიკის ხმა” .

banner
წინა სტატიაშიაშშ, ხაშოგის მკვლელობის გამო საუდელებს ვიზას გაუუქმებს
შემდეგი სტატიამეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა