33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სომხეთის პარლამენტში ჩატარებული არჩევნების შედეგად სამი პოლიტიკური ძალა შედის

სომხეთის პარლამენტში გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგად სამი პოლიტიკური ძალა შედის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ფაშინიანის პარტია მთავრობას ჩამოაყალიბებს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კვირას 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა.

ცესკოს თავმჯდომარის, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანის თქმით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ ხმების 49,74% მიიღო, რამაც მას ახალი მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალება მისცა.

მილიარდერ სამველ კარაპეტიანის მეთაურობით პარტიების ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“ ხმების 23,27% მიიღო, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის მეთაურობით ბლოკმა „სომხეთი“ – 9,9%.

რაც შეეხება ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის პარტიას „აყვავებული სომხეთი“, მან 4%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და 3,893% მიიღო.

ხმების კენჭისყრაში ამომრჩეველთა 58,9%-მა მიიღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიჟენევაში აქციაზე, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაავლაბარში კორპუსის სხვენზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია