სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუსის რატიფიცირება მოახდინა. კანონპროექტის რატიფიცირებას 60-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 22 იყო.

სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი, თუმცა ამ დრომდე არ ჰქონდა ის რატიფიცირებული. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მაშინ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. 2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად. 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან.

banner
წინა სტატიაშიხუნდაძე – „ერთიანი ანარქისტული მოძრაობა“, რომელიც მთელ რადიკალურ ოპოზიციას მოიცავს, დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებს
შემდეგი სტატიამადლობას გიხდით უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის – ლავროვი ასლან ბჟანიას