სომხეთის პარლამენტმა პაშინიანი პრემიერად კიდევ ერთხელ არ აირჩია

სომხეთის პარლამენტმა 10 მაისს, ორშაბათს მეორედ არ აირჩია ახალი პრემიერ-მინსიტრი, ამიტომ, კანონის შესაბამისად ის დაიშლება. ნიკოლა პაშინიანის კანდიდატურას მხარი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო და 76-მა თავი შეიკავა.
როგორც დეპუტატმა არარატ მირზოიანმა თქვა, საკანონმდებლო ორგანოს დაშალა ახალი არჩევნების შესაძლებლობაა – “დოიცე ველე” წერს.

ნიკოლ პაშინიანმა გადადგომის შესახებ 25 აპრილს განაცხადა. თუმცაღა, ის პარლამენტის ვადამდელ არჩევნებამდე, 20 ივნისამდე პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.
პაშინიანმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.

banner
წინა სტატიაშიბორელი – რუსეთთან დაძაბულობის გაზრდა არ ღირს
შემდეგი სტატიაევროკავშირი ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციათა მეოთხე პაკეტს ამზადებს