სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ პაშინიანი პრემიერად არ აირჩია

დღეს, 3 მაისს სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები პრემიერ-მინისტრს ირჩევდნენ. კანდიდატი მხოლოდ ერთი იყო – ნიკოლ პაშინიანი, რომელიც 25 აპრილს მთავრობასთან ერთად გადადგა – “დოიჩე ველე” წერს.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შესაძლებელია დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერი გადადგება, პარლამენტი კი შვიდი დღის ინტერნავლით ორჯერ ვერ აირჩევს პრემიერ-მინისტრს. ზუსტად ამ პროცედურას გადიან ახლა იმისთვის, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს. ადრე პაშინიანმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 მაისს გაიმართება.
ქვეყნის ოპოზიციური ძალები თვლიან, რომ მთავრობა სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს ვერ ჩაატარებს, ამის მიუხედავად ისინი არჩევნებისთვის ემზადებიან.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა მედიას – თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს
შემდეგი სტატიაევროკავშირი ვაქცინირებული ტურისტების მიღებას აპირებს