სომხეთის პარლამენტის დეპუტატები ოპოზიციას დაუდგნენ გვერდში

სომხეთის პარლამენტის ორმა დეპუტატმა, რომლებიც მმართველი კოალიციის გუნდში არიან, განაცხადეს, რომ ნიკოლა პაშინიანის მოძრაობას უერთდებიან და მხარს უჭერენ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნას.
“22-26 აპრილი ბათუმში ვარ, ნატოს ღონისძიებებს ვესწრები, მაგრამ ყურადღებით ვაკვირდები სომხეთში მიმდინარე მოვლენებს და საკუთარ სოლიდარობას ვუცხადებ სომეხ ხალხს სახალხო რევოლუციაში” – განაცხადა დეპუტატმა სურენ მანუკიანმა. მას ასევე, შეუერთდა ანდრანიკ კარაპეტიანი.
გუშინ საპროტესტო აქციების ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია “სრულ კაპიტულაციას” ითხოვს რესპუბლიკური პარტიისგან.

banner
წინა სტატიაშისირიაში რუსულ ავიაბაზაში ახალი “ტორი” შენიშნეს
შემდეგი სტატიაშუახევის მინიციპალიტეტში, სოფელ კობალთას ტყეში ხანძარია