სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ქვეყნის მართვის სურვილი გამოთქვა

სომხეთში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების ლიდერი საპარლამენტო ფრაქცია “ელკიდან” (“გასვლა”) ნიკოლ პაშინიანი ქვეყნის მართვას აპირებს – ამის შესახებ პაშინიანის თანამებრძოლმა ალენ სიმონიანმა განაცხადა. მან თქვა, რომ პაშინიანი ამის შესახებ განაცხადებს ქვეყნის დროებით მმართველ პრემიერ-მინისტრთან კარენ კარაპეტიანთან, რომელიც ხვალ, 25 აპრილს გაიმართება. ოპოზიციის ლიდერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტში ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე აპირებს ყოფნას – თქვა სიმონიანმა.
ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნა მას შემდეგ, რაც სერჟ სარგსიანი გადადგა, პაშინიანის მთავრობის მეთაურად დანიშვნაა, ასევე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – ამბობს ის. პაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალი დროებითი მთავრობის ფორმირებას აპირებს.

სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა გადადგომის შესახებ განცხადება 23 აპრილს დაწერა, ერევანში მასობრივი საპროტესტო აქციების მეათე დღეს.

banner
წინა სტატიაში“ბლუმბერგი” ტრამპისა და მოსკოველი პროსტიტუტის საქმის დეტალებზე წერს
შემდეგი სტატიაისრაელი რუსული С-300-ის ჩამოგდებით იმუქრება