33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

სომხეთის მთავრობა გადადგა

სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 158-ე მუხლის თანახმად, ახლად არჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომის დღეს მთავრობა გადადგება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ფაშინიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ფაშინიანმა მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი. დოკუმენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გაეგზავნა.

მან აღნიშნა, რომ გადამდგარი მთავრობის წევრები თავიანთი მოვალეობების შესრულებას განაგრძობენ, ხოლო სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ახლად არჩეული ეროვნული კრების უფლებამოსილების ვადის დაწყებისთანავე დაუყოვნებლივ ნიშნავს პრემიერ-მინისტრად საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატს.

banner
წინა სტატიაშიგომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
შემდეგი სტატიაMoby თბილისიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს: მუსიკოსმა ატმით ახსნა, რამდენად შორს არის ლოს-ანჯელესიდან