სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი კოჩარიანი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ერევნის სასამართლომ კოჩარიანის დამცველების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ექს-პრეზიდენტის ადვოკატის რუბენ სააკიანის განცხადებით, სასამართლო კოჩარიანის, როგორც სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის ხელშეუხებლობას დაეყრდნო. ამასთანავე, პოლიტიკოსის წინააღმდეგ ბრალდებები არ მოხსნილა.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი 27 ივლისს დააკავეს. რობერტ კოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტი 1998 – 2008 წლებში იყო. 2008 წლის 1 მაისს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა მთავრობამ, რომლის დროსაც ათი ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტმა სხვადასხვა დონის დაზიანებები მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმერკელი პუტინს 18 აგვისტოს უმასპინძლებს
შემდეგი სტატიაამერიკა თავის სტრატეგიულ პარტნიორს ფეხებში ესვრის-თურქეთის პრეზიდენტი