სომხეთის განცხადებით აზერბაიჯანის საზღვარზე სამი ჯარისკაცი დაიღუპა

სამი სომეხი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა აზერბაიჯანელ სამხედროებთან ბრძოლაში – სომხეთის თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.
“29 დეკემბერს დილით ადრე აზერბაიჯანულმა ჯარმა სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე დივერსიული შეჭრის მცდელობა განახორციელა. სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მოწინააღმდეგესთან ომში ჩაერთვნენ” – სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არცრუნ ოვანისიანმა “ფეისბუქის” საკუთარ გევრდზე დაწერა.
თავდაცვის სამინისტრო სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყების თქმით, აზერბაიჯანული მხრიდან 7 ჯარისკაცი დაიღუპა.
თავის მხრივ, ბაქო ინციდენტზე სომხეთს აკისრებს პასუხისმგებლობას. “სომხეთის სამხედრო ძალების სადაზვერვო ჯგუფი აზერბაიჯანელ სამხედროებს გადააწყდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას” – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ალეპოში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ბავშვებს 100 ათასი აშშ დოლარით დაეხმრება
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში ჩავარდნილ რუსულ Ту-154-ზე აფეთქების კვალი ვერ იპოვეს