21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი მიმდინარეობს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი მიმდინარეობს. სამიტზე დასასწრებად მისულ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა.

სამიტის დაწყებამდე სამხედრო ორკესტრმა სომხეთისა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულა. სამიტის მონაწილეები სომხურ და ევროპულ დელეგაციებს მიესალმნენ.

მოგვიანებით, მხარეები დოკუმენტებს გააფორმებენ და მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი-სომხეთის სამიტი ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე იქნება ორიენტირებული, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში დაკავშირებადობის საკითხებზე.

ლიდერები ასევე განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოების, დაკავშირებადობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი დღეს, 5 მაისს, საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრის კენჭს
შემდეგი სტატიააშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანული კატარღების გასანადგურებლად ვერტმფრენები გამოიყენეს