სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანა თავჯდომარეების შუამავლობით და მათი უშუალო მონაწილეობით, ჟენევაში მორიგი შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს, ილჰამ ალიევსა და სერჟ სარქისიანს შორის.
მოლაპარაკებებზე ძირითადი ყურადღება სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას დაეთმო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ალიევსა და სარგსიანს შორის ცალკე ორმხრივი პირისპირი შეხვედრაც შედგა, თუმცა ამ შეხვედრის დეტალების შესახებ, მხარეებს რაიმე განცხადება არ გაუვრცელებიათ.
ბოლო პირისპირი შეხვედრა ალიევ-სარქისიანს შორის 2016 წლის ივნისში სანკ პეტერბურგში შესდგა

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაყირგიზეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს