სომხეთის აეროდრომზე რუსი სამშვიდობოების კიდევ რვა თვითმფრინავი დაეშვა

ერევანში აეროდრომზე რუსი სამშვიდობოების კიდევ რვა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„თვითმფრინავებმა „ილ-76“ და „ან-124“-ებმა 120-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ჯავშანტრანსპორტიორი, სატვირთო ავტომანქანები ჩაიყვანეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ტექნიკის გადმოტვირთვის შემდეგ, ქვედანაყოფი კონცენტრაციის ზონამდე სამას კილომეტრს გაივლის, რომელიც გორისში მდებარეობს.

„სამშვიდობო ამოცანების შესასრულებლად, შესაძლო ინციდენტების აღსაკვეთად და რუსი სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორგანიზებულია უწყვეტი ურთიერთქმედება აზერბაიჯანისა და სომხეთის გენერალური შტაბებთან. დამყარებულია პირდაპირი კავშირის არხები“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე: სამწუხაროდ, პროგნოზები დამაიმედებელი არ არის, ალბათ მატება კიდევ იქნება
შემდეგი სტატიასაქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური მიიღო