სომხეთი საქართველოდან რუსეთში ბირთვული საწვავის გატანის შესაძლებლობას განიხილავს

სომხეთი საქართველოდან რუსეთში ბირთვული საწვავის გატანის შესაძლებლობას განიხილავს – ჟურნალისტებს სომხეთის ენერგეტიკის ინტრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული ენერგეტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა არტიომ პეტროსიანმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საწვავი უკანასკნელად 1989 წელს აზერბაიჯანიდან რკინიგზით გაიტანეს, რაც ცნობილი მოვლენების გამო ახლა შეუძლებელია.

“საბჭოთა დროს გამომუშავებული ბირთვული საწვავი რუსეთში ბრუნდებოდა გადასამუშავებლად, რაც იდეალურია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლისა და აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადის შემდეგ ეს შეუძლებელი გახდა” – პეტროსიანმა თქვა და დაამატა, რომ ევროკავშირის ხელშეწყობით ქვეყანაში მუშაობს პროექტი რადიოაქტიური ნარჩენებისა და გამომუშავებული ბირთვული საწვავის შესახებ, რომლის ფარგლებშიც სპეციალური საცავები აშენდა. ექსპერტის თქმით, მსგავსი საცავის საექსპლოატაციო ვადა, რომლიც 50 წელია, გასაზრდელია ან სხვა გადაწყვეტილებაა მისაღები.

“ჩვენ გადავწყვიტეთ სხვა გზით წავიდეთ და განხილვა დავიწყოთ საქართველოს გავლით ბირთვული ნარჩენების რუსეთში გატანაზე. თუმცა, ეს ჯერ კიდევ ნედლი პროექტია, რადგანაც საჭიროა პროექტის ტექნიკური რეალიზაციის დათვლა და მწარმოებელთან მოლაპარაკება” – თქვა პეტროსიანმა. მან ასევე, აღნიშნა, რომ პროექტის ვადები და ხარჯები, ჯერჯერობით, დათვლილი არ არის – სომხური მედია წერს.

banner
წინა სტატიაშივინ არის ერმილე, რომელსაც ემზარ კვიციანი ლაივის დროს უხმობს
შემდეგი სტატიასარატოვში 29 ათასი ქართული პროპილის სპირტი ამოიღეს