სომხეთი ქართველ ბიზნესმენებს თეზ-ში ეპატიჟება

სომხეთი ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა სურენ კარაიანმა, 29 ივნისს ერევანში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას, ქართველი ბიზნესმენებს ირანის საზღვართან მდებარე თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში (თეზ) კომერციული საქმიანობის განხორციელებისკენ მოუწოდა, აცხადებს სომხური ,,იეკრამასი,,
,,მიუხედავად 2016 წელს ტვირთბრუნვის საგრძნობი ზრდისა, ორ ქვეყანას შორის ძალიან დიდი გამოუყენებელი პოტენციალი არსებობს,, განაცხადა კარაიანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას.
გიორგი გახარიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური პრობლემების არ არსებობიდან გამომდინა, საჭიროა მთელი ყურადღება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე იქნას გადატანილი.

banner
წინა სტატიაშირუსული ჯგუფის Иванушки International ყოფილი წევრი ოლეგ იაკოვლევი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშეჩერდება თუ არა საკონსტიტუციო რეფორმა