სომხეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით რუსეთის მაჩვენებელს გაუთანაბრდა

სომხეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით რუსეთის მაჩვენებელს გაუთანაბრდა. როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა, სომხეთმა ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით უკვე გადაუსწრო საფრანგეთსა და ირანს. იზრდება გარდაცვალების შემთხვევებიც.

თუ ეს ტემპები გაგრძელდება, სომხეთი ერთ მილიონ ადამიანზე ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიის დონეს მიაღწევს, – ამბობს ნიკოლ ფაშინიანი.

ფაშინიანმა მოსახლეობას პირბადეების ტარებისკენ, ხელების დაბანისა და სოციალური დისტანციისკენ მოუწოდა და არსებული მძიმე მდგომარეობა ეპიდემიოლოგიური წესების დაუცველობას დაუკავშირა. მისივე თქმით, სომხეთის მოსახლეობა პანდემიას არასერიოზულად და უპასუხისმგებლოდ მოეკიდა.

banner
წინა სტატიაშიმაინც რას ნიშნავდა მღვდელმსახურთა თანამშრომლობა სუკთან?-ზურაბ აროშვილის სკანდალური წერილი
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია – 11 ახალი ინფიცირებულიდან ორის წყარო ბოლნისს უკავშირდება, ცხრა კი, უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია