18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

სომხეთი და აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ

სომხური მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ სომხეთი და შეერთებული შტატები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტის დროს ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და სახელმწიფო მდივანი რუბიო ერევანში შეხვდებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც მირზოიანი და რუბიო ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, მირზოიანი და რუბიო მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის საელჩო: მხარს ვუჭერთ მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის
შემდეგი სტატიადიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ