სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო დანაშაულების გამო უჩივლებს

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის ადვოკატთა პალატამ მოამზადა საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2016 წლის აპრილში ყარაბაღის კონფლიქტში მომხდარი საომარი მოქმედებების ესკალაციის დროს, აზერბაიჯანის მხარემ საერთასორისო კონვენციებით აკრძალული სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა.
როგორც სომეხი ადვოკატები აცხადებენ, ექსპერტიზა ეყრდნობა უტყუარ ფაქტებს, რომელთა შორის უმეტესობა თავად აზერბაიჯანული მხარის მიერ არის დადასტურებული და მათი ანალიზი, სამხრეთ კავკასიაში ამ სფეროს უდიდესმა ექსპერტებმა აწარმოეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება რამდენიმე ფაქტს. მათ შორის აზერბაიჯანის მხარის მიერ მოკლუ 31 სომეხს, რომელთაგან 26-ზე, სომეხი ექსპერტების დასკვნით სამხედრო დანაშაული იქნა ჩადენილი. ისინი ნაწამები იყვნენ და გარდაცვალების შემდეგ მათი ცხედრებზე დამცინავი და შეურაცხმყოფელი მოქმედებეი იქნა განხორციელებული. კერძოდ სოფელ ტალიშში უიარაღო სამი მაცხოვრებელი იქნა მოკლული და მათი ცხედრები შეურაცხყოფილი. ასევე ერთი მოხუცი ქალბატონის სასტიკად იქნა ნაწამები. ამას გარდა 2 სომეხ სამხედრო მოსამსახურეს თავები მოაჭრეს… ერთს სიცოცხლეშივე და ერთს გადრაცვალების შემდეგ. თან ისე, რომ ცოცხალ სომეხ ჯარისკაცს აყურებინეს როგორ აჭრიდნენ თავს მის თანამებრძოლს.სომხეთის ადვოკატთა პალატის თავმჯდომარის არა ხზმალიანის განცხადებით, აზერბაიჯანი ვერ უარყოფს ამ ფაქტებს და ცდილობს დანაშაულებები კერძო ხასიათის მოვლენად წარმოაჩინოს, თუმცა ხზალიანი მიიჩნევს, რომ ეს სისტემური დანაშაული იყო, რომლის ჩადენაში აზერბაიჯანის სამხედრო ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ბრძანებები ახდენდა გავლენას. ხზმალიანის განაცხადებით, მათ ხელში არსებული მასალები საკმარისია იმისათვის, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალს მიმართოს.

banner
წინა სტატიაშიმეზობლის “ტუალეტიდან” თავზე შარდი, ნარეცხი და ნაბანი წყალი გვეწვეთება
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილი „ჩემი ოცნების თბილისი“ იქნება