სომხეთი ამერიკული იარაღის ყიდვას აპირებს

სომხეთი აშშ-სგან იყიდის შეიარაღებას, თუკი ამერიკული მხარისგან მომგებიან წინადადებას მიიღებს – 27 ოქტომბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა.

“მთავრობა არაფრით არის შეზღუდული. თუკი ჩვენთვის მომგებიანი წინადადება იქნება, ჩვენ მას განვიხილავთ” – განაცხადა პოლიტიკოსმა.
მანამდე დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა ერევანში ვიზიტისას სომხეთის მთავრობას ამერიკული იარაღის ყიდვა შესთავაზა რუსულის ნაცვლად – რუსულმა მედიამ გაავრცელა. ბოლტონის თქმით, “ამერიკული იარაღი ყველა ვარიანტში რუსულზე უმჯობესია” – “კომერსანტმა” დაწერა.

banner
წინა სტატიაშიშსს – მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად პოლიციის მობილური ჯგუფებია შექმნილი
შემდეგი სტატიააშშ-ში Tesla-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო