სომხეთი 8 მილიარდიან ენერგო-ინვესტიციას ,,გაზპრომის,, მონობას ამჯობინებს

ოპოზიციური სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება თავისუფალი ეკონომიკური კონკურენციის შესახებ კონსტიტუციურ მოთხოვნებსაც უგულველყობს, რათა საკუთარი კორუფციული მოთხოვნები დაიკმაყოფილოს, რითაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე უარს ამბობს და ,,გაზპრომის,, მონობას არჩევს.
სომეხი ანალიტიკოსი ანდრანიკ ასატურიანი, სომხური მედიით გავრცელებულ თავის სტატიაში, სათაურით ,,გაზპრომის მონები,, , წერს, რომ 14 ივნისს ამერიკის ელჩმა რიჩარდ მილიზმა, ,,168.am,, -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა სომხეთის ხელისუფლებას 8 მილიარდ დოლარიანი ალტერნატიული ენერგიის პროექტი დაუფინანსოს… რასაც ასატურიანის თქმით ხელისუფლებიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
როგორც ირკვევა, 8 მილიარდიანი ენერგეტიკული პროექტის სანაცვლოდ, აშშ მხოლოდ თავისუფალი ეკონომიკური კონკურენციის პირობებს თხოულობს და მეტი არაფერს, რაც ისედაც სომხური კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმაა, რომელსაც სტატიის ავტორის თქმით, სომხეთის ხელისუფლება არ იცავს. ,,სომხეთის პრემიერ – კარენ კარაპეტიანს, თავისი მიზეზები აქვს, რომ მსგავს მნიშვნელოვან შემოთავაზებაზე წაუყრუოს… მაგალითად ის, რომ თუ აშშ-ს პროექტი რეალობა გახდება, შესაძლებელია ამან ქვეყანას ,,გაზპრომზე,, დამოკიდებულებიდან ჩამოაშოროს, რაც კარაპეტიანის ძვირადღირებულ გულს, ,,გაზპრომისაგან,, მიღებული დიდი შემოსავლებს გარეშე დატოვებს,, აცხადებს სტატიის ავტორი, რომელსაც უკვირს, რომ ამ თემაზე დუმილი, ,,გაზპრომის,, ლობისტი კარაპეტიანის გარდა, სხვა მაღალჩინოსნებმაც არჩიეს.
,,სამწუხაროა იმის აღიარება, რომ სომხეთი, დღეს რუსეთის ხელისუფლების ფილიალიც კი არაა… ის ,,გაზპრომის,, ფილიალია,, აცხადებს ანდრანიკ ასატურიანი თავისი სტატიის ეპილოგში.
,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

banner
წინა სტატიაშისტიქია სენაკის სოფლებში
შემდეგი სტატიაელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს