სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ახალ ხიდს ირანელები ააგებენ

სომხური მედიის ცნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაკრედიტებით, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სადახლოსა და ბაგრატაშენს შორის, მდინარე დებედზე ახალ ხიდს, სომხები ირანული კომპანიის მეშვეობით ააგებენ. როგორც სომხური მედია აცხადებს, 15 იანვარს სომხეთის ტრანსპორტის, კავშიგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა – ვაამ მარტიროსიანმა და ირანული კომპანია Ariana Tunnel Dam Co.-ს დირექტორმა ალი მუსავიმ, ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, ევროპული ფულით, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ხიდს – ირანელები გააშენებენ.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა სირიაში აშშ-ს პარტნიორების დაბომბვა დაიწყო (ვიდეო)
შემდეგი სტატია პუტინის შოკოლადი – მალე საქართველოში