ერევანს ატომური იარაღი აქვს

ერევანს ატომური იარაღი აქვს

ერევანს ატომური იარაღი აქვსევროკომისიას ჯერჯერობით არ გაუკეთებია განცხადება სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დეპუტატ გრანტ ბაგრატიანის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ერევანს ატომური იარაღი აქვს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის მაია კოსიანჩიჩის თქმით, ინფორმაცია მოითხოვს გადამოწმებას. “თქვენ იცით ჩვენი პოზიცია ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, იცით ჩვენი მიდგომა, რომელიც ნათელია, მაგრამ ეს ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს” – განაცხადა კოსიანჩიჩმა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში პრეს-კონფერენციაზე დეპუტატმა ბაგრატიანმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს ერევანს გააჩნია ატომური იარაღი და აქვს მისი წარმოების შესაძლებლობა. სააგენტო Armenia Today-ის ინფორმაციით, მან სომხეთის პარლამენტს მოუწოდა მსგავსი შეიარაღების შექმნისკენ, რადგანაც, მისი აზრით, ეს თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა.

banner
წინა სტატიაშიBild: “ისლამური სახელმწიფო” ისრაელის თავდასხმისთვის ემზადება
შემდეგი სტატია(video) „აფხაზეთელი“ ბერძნების წარუმატებლობა ევროვიზიაზე