სომხებმა რეფერენდუმზე საპარლამენტო მმართველობა აირჩიეს…

6 დეკემბერს სომხეთში გამართული რეფერენდუმის შედეგები, ამ დროისათვის 1997 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ  807-შია დათვლილი, მიუხედავად ამისა ოპოზიცია, ქვეყანაში სახელისუფლო მმართველობის ფორმის საკუთარი რეკომენდაციის გამარჯვებას ზეიმობს…

გავრცელებული ინფორმაციით, დათვლილი მონაცემებიდან სომხეთის ამომრჩეველთა 63,26%-მა – 32,66%-ს წინააღმდეგ, ხმა მისცა სომხეთში კონსტიტუციურ რეფორმას და საპარლამენტო მმართველობის შემოღებას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით კი – სომხეთში დარეგისტრირებული 2.550.000 ამომრჩევლიდან რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 50,51%-მა.

ოპოზიციური პარტიის ,,სომხეთის ეროვნული კონგრესის,, ხელმძღვანელმა ლეონ ზურაბიანმა, ხელისუფლების მხრიდან გაყალბების მთელი არსენალის გამოყენების შესახებ აუწყა საერთაშორისო მედიას… ,,იყო ბიულეტინების ჩაყრაც, ძალადობაც კომისიის წევრებზე, განმეორებითი ხმის მიცემაც და მთელი არსენალი გაყალბების მეთოდოლოგიისა. ჩვენს ხელთ არსებული სარწმუნო მონაცემებით, გაყალბებულია 500.000-მდე ხმა,, განაცხადა ზურაბიანმა.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაში,,შიშველი, სისხლიანი პროტესტი,, ბარსელონაში… (VIDEO)
შემდეგი სტატიაბიუროზე დღეს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ