სომხების ტრაურის დღეს თურქებმა იზეიმეს

1915 წლის 24 აპრილს ოსმალური იმპერიის დედაქალაქ სტამბულიდან სომხების დეპორტაცია დაიწყო და ეს მოვლენები დიდი ტრაგედიით დასრულდა. სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ სომხები გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღედ. დღეს კი, სომხებმა ამ ტრაგიკული მოვლენების 100 წლისთავი მასშტაბურად აღნიშნეს.

CDXDOt7W0AAOR_kპარალელურად კი, თურქეთმა სწორედ ამ დღეს, 24 აპრილს, პირველ მსოფლიო ომში ოსმალური იმპერიის და გერმანიის ერთობლივი ძალებით, ანტანტის ანგლო-ფრანგულ არმიასთან გალიპოლიის (ჩანაქკალეს) ბრძოლაში გამარჯვების 100 წლისთავის აღნიშვნა გადაწყვიტა… მაშინ, როცა ისტორიული წყაროები ამ ომის დაწყების თარიღად 1915 წლის 19 თებერვალს, ხოლო დამთავრების – 1916 წლის 9 იანვარს ასახელებენ. ამ ომში, აპრილის თვეშიც დიდი ბრძოლები იყო, თუმცა არა 24 აპრილს…
ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოგანმა, ამ საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, მოსაწვევი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგქსიანსაც გაუგზავნა, რის გამოც სომხები თურქეთისაგან ( რომელიც დღემდე არ აღიარებს სომხების გენოციდს) ამ დრომდე ითხოვენ ბოდიშს…

თურქების დღევანდელ ზეიმი, წარმომადგენლობის დონით ერევნის ღონისძიებას არ ჩამოუვარდებოდა… ჩანაქკალეში პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიავეი, ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი, 17 ქვეყნის სახელმწიფო მინისტრი, 3 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, 3 ვიცეპრეზიდენტი, 1 ყოფილი პრეზიდენტი, 28 მინისტრი, 6 საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე და 90-მდე დიპლომატი ჩავიდა.

banner
წინა სტატიაშითერჯოლაში ჯურნალისტების დაკავების ფაქტი არ დასტურდება
შემდეგი სტატიაუკრაინის პატრიარქი ევროდეპუტატებს: „აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენები შესაძლებელია მესამე მსოფლიოში გადაიზარდოს“