სომხები ლუკაშენკოს ბაქოსთან ღალატში ადანაშაულებენ

სომხეთში, ევრაზიული კავშირის ფარგლებში მოკავშირე ბელორუსის მხრიდან ღალატზე ალაპარაკდნენ.
სომხური მედიის ინფორმაციით, რომელიც ბელორუსის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით წერს, აცხადებს, რომ ბელორუსი ბაქოს, უკვე 2018 წელს, მიაწვდის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა ,,პოლონეზს,, წყაროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი უკვე იმყოფებოდა ბელორუსში, სადაც ,,პოლონეზის,, ტექნოლოგიას გაეცნო.
,,თუ ბელორუსმა კონტრაქტი გააფორმა აზერბაიჯანთან აღნიშნულ იარაღზე, ეს ფაქტი დაძაბავს ბელორუსშა და სომხეთს შორის ურთიერთობას”- აღნშნავს სომხური მედია
აღსანიშნავია, რომ სარაკეტო კომპლექსი ,,პოლონეზი,, რუსული სისტემა ,,ისკანდერის,, (რომელიც რუსეთმა დიდი რაოდენობით გადასცა გადასცა სომხეთს რედ.) ანალოგიურია და არაფრით ჩამოუვარდება მას. მისი აწყობა ლუკაშენკომ ბელორუსიაში მას შემდებ ბრძანა, რაც 2012 წელს, რუსეთისაგან ,,ისკანდერების,, მიღებაზე სირთულეები დაინახა. აღნიშნული სარაკეტო სისტემა ჩინურ А-200 ტიპის რაკეტებზეა მორგებული და ამ რაკეტის ბელორუსული ანალოგი ჯერჯერობით არ დაუმზადებიათ.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანიდან ირანზე თავდასხმა განხორციელდა
შემდეგი სტატიაოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულ პირებს შესაძლოა, ციხიდან სატელეფონო ზარების განხორციელება შეეზღუდოთ