სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამშვიდობოებმა ყაზახეთი დატოვეს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ქვედანაყოფებმა სომხეთიდან, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთიდან ალმათი დატოვეს და თავიანთი დისლოკაციის ადგილებისკენ გაემართნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობოების ყაზახეთიდან გაყვანის პროცესი 13 იანვარს დაიწყო და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური დემონსტრაციების დროს ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს დასახმარებლად მიმართა. ორგანიზაციაში ხუთი ქვეყნის: რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამხედროები შედიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიათეოლოგი ზვიად ცაბაძე ზენონზე: სამღვდელმთავრო ავანწურა