სომეხმა დეპუტატმა ლუკაშენკოს შვილს თეთრი ლომები აჩუქა

სოხური მედიის ცნობით, სომხეთის პარლამენტის წევრმა და სომხეთის ოლიმპიური კომიტეტი პრეზიდენტმა გაგიკ ცარუკიანმა, ბელორუსის პრეზიდენტის შვილს, ნიკოლაი ლუკაშენკოს ორი თეთრი ლომი აჩუქა.


ლუკაშენკოს თეთრი ლომები, რომლებიც ამჟამად მინსკის ზოოპარკში ცხოვრობენ, იშვიათი სამხრეთ აფრიკული ჯიშის გახლავთ და ისინი სომხეთში აფრიკიდან წლის დასაწყისში ჩამოიყვანეს. სომხური მედია გაკვირვებას გამოხატავს იმის გამო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სომხეთიდან 4 თეთრი ლომი გადასახლდა ბელორუდსიაში.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა უკრაინის სახალხო დეპუტატზე |ვიდეო|
შემდეგი სტატიაიარაღის შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს