სომეხი მოქალაქის გამო უკრაინა ბელორუსიის თვითმფრინავს გამანადგურებლებით დაემუქრა

14805414_661384297355094_959945661_nთვითმფრინავი Boeing 737-800, რომელიც ბელორუსის “ბელავიას” ეკუთვნის, კიევის აეროპორტ “ჟულიანში” აფრენიდან მალევე დააბრუნეს. უკრაინის სახელმწიფო დაწესებულება “უკრაერურხ”-ის დისპეტჩერმა ბრძალება გასცა, თვითმფრინავი სასწრაფოდ დაებრუნებინათ უკან, წინააღმეგ შემთხვევაში, დაემუქრა, რომ ავიაგამანადგურებლებს გააგზავნიდა – გუშინ “ბელავიამ” გაავრცელა – “დოიჩე ველე” წერს.

დისპეტჩერის ბრძანება ეკიპაჟმა ბელორუსის საჰაერო სივრცემდე 50 კმ-ში მიიღო. მის ბორტზე 136 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
თვითნფრინავის დაშვების შემდეგ, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ბორტიდან სომხეთის მოქალაქე ჩამოიყვანეს, შემდეგ კი ბოინგს გაფრენის უფლება მისცეს.
ავიაკომპანიის ცნობით, სომხეთის მოქალაქე რამდენიმე საათის შემდეგ უკრაინელმა სპეცსამსახურებმა გაანთავისუფლეს.
უკრაინელმა ჩინოვნიკებმა “დოიჩე ველეს” უარი უთხრეს აღნიშნული ინციდენტის კომენტირებაზე.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის რაიონში – პოლიციის უფროსი დაიღუპა
შემდეგი სტატიაგიორგი ხარჩილავა: “საფრთხობელების ომი”