სომალიში აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის აკადემიის შენობასთან ახლოს მდებარე რესტორანში თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.

სააგენტოს ინფორმაციით, ისლამური დაჯგუფება „ალ-შაბააბი“, რომელიც „ალ-ქაიდას“ მოკავშირეა, ხშირად ახორციელებს მსგავს აფეთქებებს სომალის რეგიონებში. დაჯგუფების მხრიდან აფეთქებების მიზანი ცენტრალური მთავრობის დამხობა და საკუთარი კანონების დამყარებაა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – მაიკ პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე
შემდეგი სტატიანოღის საჯარო სკოლის დირექტორი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს