სომალელმა პირატებმა ოთხი წელი ტყვეობაში ყოფნის შემდეგ 26 მეზღვაური გაანთავისუფლეს

სომალელმა პირატებმა 26 მეზღვაური გაანთავისუფლეს, რომლებიც ტყვედ 2012 წლის თებერვალში აიყვანეს – Reuters-ი წერს. სააგენტოს ინფორმაციით, განთავისუფლებულები ჩინეთის, ფილიპინების, კამბოჯის, ინდონეზიისა და ვიეტნამის მოქალაქეები არიან. ხომალდის დაპყრობისას პირატებმა გემის კაპიტანი მოკლეს.
სომალიში 1991 წლიდან სამოქალაო ომი მიმდინარეობს. ფედერალური მთავრობა მხოლოდ დედაქალაქ მოგადიშოს და მის მიმდებარე რამდენიმე რაიონს აკონტროლებს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. პუნტლენდის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ხალხი მხოლოდ პირატობით ირჩენს თავს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველი ასი დღის პროგრამა გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიასანრა რულოვსი: მე ვთვლი, რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში