სომალელ ლტოლვილებს ჯერ გემიდან ესროდნენ, შემდეგ ვეტმფრენიდან

სომალელმა ლტოლვილებმა იემენიდან თქვეს, რომ მათ ნავს ჯერ გემიდან ესროდნენ, შემდეგ ვეტმფრენიდან – Reuters-ი ავრცელებს.
შემთხვევა 16 მარტს მოხდა, თუმცა, მასზე ახლა გახდა ცნობილი. გადარჩენილების თქმით, ისინი ერთ-ერთი ნავით ამბოხებული-ხუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დატოვებას აპირებდნენ, რომ სუდანამდე მისულიყვნენ, იქიდან კი – ევროპაში. ზღვაში გასვლიდან ძალიან მალე მათ ნავს უცნობმა გემმა სროლა დაუწყო რაკეტებიდან – არცერთი მათგანი არ მოხვედრია ნავს. შემდეგ კი ვეტმფრენი “აპაჩიდან” ტყვიამფრქვევმა გაუხსნა ცეცხლი. მიგრანტები შეეცადნენ სამშვიდობო ჟესტები გამოეყენებინათ, თუმცა, სროლა არ შეწყვეტილა. ისინი, ვინც წყალში გადახტნენ, ყველა დაცხრილეს, ვეტმფრენმა ნავი აიძულა უკან დაბრუნებულიყო. სულ 43 ადამიანი გარდაიცვალა.
საუდის არაბეთის კოალიციამ კატეგორიულად უარყო მომხდართან კავშირი. გაეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ იემენის კონფლიქტში მონაწილე არც ერთ მხარეს არ ყავს “აპაჩის” ტიპის ვეტმფრენი.

banner
წინა სტატიაშივენეციაში ექსტრემიზმში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს
შემდეგი სტატიასავჩენკო ბერლინში ქუსლებზე, კაბით და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში