სოლსბერიში სკრიპალების სახლს სახურავს გამოუცვლიან

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 8, 2019 20:08

სოლსბერიში სკრიპალების სახლს სახურავს გამოუცვლიან

რუსეთის უშიშროების სამსახურების ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის სახლს ბრიტანეთის სოლსბერიში, სანიტარული დამუშავების ფარგლებში სახურავს გამოუცვლიან – საქმის გამომძიებლები თვლიან, რომ ზუსტად სახლში მოხდა სერგეი და იულია სკრიპალების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლა გასული წლის 4 მარტს. სოლსბერიში კრისტი მილლერ როუდის ქუჩაზე, შესაბამისი სამსახურები, დეზინფექციას დღემდე ატარებენ.
სამუშაოს შემსრულებლები სახლის “ჰერმეტული ჩარჩოთი” გადახურვას აპირებენ – “ბიბისი” წერს.

გასული წლის 2 მარტს ბრიტანეთის სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტის და მისი ქალიშვილის, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეზე ლონდონმა ყველაფერი დეტალურად იცის. მათ შორის, ის, რომ ბრიტანეთში ნერვულ-პარალიტიკური იარაღის გამოყენების ნებართვა “გრუს” აგენტებს თავად ვლადიმირ პუტინმა მისცა – 7 იანვარს The Daily Telegraph-მა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. გამოცემა უთითებს, რომ რუსული სამხედრო დაზვერვის, ე.წ. გრუს აგენტურა ბრიტანეთში გამოვლენილ და ლიკვიდირებულ იქნა.

რუსული დაზვერვის ოპერაცია მათი უხეში შეცდომების წყალობით გაიხსნა, კერძოდ, კი იმიტომ, რომ რუსული სპეცსამსახური თავიანთ აგენტებს თანმიმდევრობითი ნომრით აძლევდა პასპორტებს – ბრიტანული გაზეთი წერს. ასევე, ლონდონის ხელისუფლება ახლა დარწმუნებულია, რომ ქვეყნიდან გაძევებული 23 რუსი დიპლომატი რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტები იყვნენ და რომ მათმა გაძევებამ ბრიტანეთში კრემლის ოპერაცია ჩააგდო.

სკრიპალებზე თავდასხმა “გრუს” აგენტებმა რუსლან ბოშიროვმა და ალექსანდრე პეტროვმა განახორციელეს, რომლებიც, ვლადიმირ პუტინისგან, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ოპერაციებისთვის, გმირის ორდენით არიან დაჯილდოვებული.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 8, 2019 20:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,901
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics