სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლა: Bellingcat-ი მეორე ეჭვმიტანილის ნამდვილ სახელს მალე გაასაჯაროვებს

სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლის საქმეში მეორე ეჭვმიტანილის ნამდვილ სახელს და გვარს უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებენ – საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის წარმომადგენელმა “ბიბისის” ეთერში თქვა. ადრე მათ პირველი ეჭვმიტანილის სახელი და გვარი გამოაქვეყნეს. რუსლან ბოშიროვის ნამდვილი სახელი, რომელსაც ბრალი ედება ბრიტანეთის სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაში, ანატოლი ჩეპიგაა. მასალა 26 სექტემბერს გამოქვეყნდა.

გამოძიების მიხედვით, ანატოლი ჩეგიპა გრუ-ს პოლკოვნიკია. ის 1979 წლის 5 აპრილს ამურის რაიონის სოფელ ნიკოლაევკაში დაიბადა, წარმატებით დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი და გენშტაბის მთავარ სამმართველოში განაგრძო სამსახური. ის სამჯერ იყო ჩეჩნეთში. ქვედანაყოფი, რომელშიც ის მსახურობდა, ასევე, შემჩნეული იყო 2014 წელს უკრაინის საზღვართან.
იმავე წელს რუსეთის პრეზიდენტმა მას “სამშვიდობო მისიის შესრულებისთვის” “რუსეთის გმირის” წოდება მიანიჭა. ჩეგიპამ მოსკოვში გენერალური სამმართველოს აკადემია დაამთავრა.

“გამოძიება ეჭვმიტანილების ფოტოების გამოქვეყნებისთაანვე დავიწყეთ. ჩვენ ისეთი გამოძიების გამოცდილებები გვაქვს, როცა ინფორმაცია მცირეა. დავიწყეთ მათი ნაბიჯების კვლევა გამოგონილი პასპორტებიდან დაწყებული და ძალიან მალე მივაგენით კვალს” – Bellingcat-ის თანამშრომელმა თქვა, რომელმაც ინტერვიუ ფსევდონიმით მისცა.

27 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ “ახალი საკენკი” ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისთვის იყო გათვლილი. რუსეთმა უარყო საგამოძიებო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში მოტანილი ფაქტები.

სერგეი და იულია სკრიპალები მიმდინარე წლის 4 მარტს ქიმიური იარაღით მოწამლეს. ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს. რუსეთი კი ბრალდებას უარყოფს

banner
წინა სტატიაში2024 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს
შემდეგი სტატიატაილანდში მტრედებისთვის საკვების დაყრაზე ციხეში გაუშვებენ