სოლომონ ზეიკიძის მედიკოსთა გუნდმა, ლიბერთის მხარდაჭერით, მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა

ა(ა)იპ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის” მორიგ საქველმოქმედო აქცია, „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერითა და საინფორმაციო სააგენტოს „მთავარი ამბები კახეთიდან“ საინფორმაციო უზრუნველყოფით, თელავის მინიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში გამართა.
საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე („კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ თავმჯდომარე); თერაპევტი ქეთევან გოროზია („კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი), , ნევროლოგი ეკა მამუკელაშვილი, კარდიოლოგი ლიკა ბირკაძე.
აქციაში, ასევე, ტრადიციულად, მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მოხალისეები, მათ შორის, ბექა გოგიაშვილი, დავით ველთაური და ქრისტინე მირზახანიანი.
როგორც „კუმ დეოს“ თავმჯდომარე, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, სოფელ ბუშეტში უფასო სამედიცინო მომსახურება 35-ზე მეტ მოქალაქეს მიეწოდა. ამასთან, მოსახლეობას ფარმაცევტული კომპანიებს – ,,ჯი ფარმასა” ხელშეწყობით, უფასო მედიკამენტებიც გადაეცათ.
გარდა ამისა, მოსახლეობას, ტრადიციულად, „ზედაზენის“ პროდუქცია უფასოდ დაურიგდა.
„ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ყველა აქცია საქველმოქმედოა. ტრადიციას ვაგრძელებთ და ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მოსახლეობას მივაწოდეთ უფასო სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები. ჩვენ საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გავაგრძელებთ,“ – აცხადებს „კუმ დეო – მედისკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე.
შეგახსენებთ: ორგანიზაციამ – „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ უკვე მეშვიდე საქველმოქმედო აქცია გამართა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნამდე უფასო სამედიცინო მომსახურება ორგანიზაციამ ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების – წვირმისა და ლატალის, ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ, ხუცუბნის და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის მოსახლეობას გაუწია.
აღსანიშნავია, რომ „კუმ დეოს“ საქველმოქმედო აქციების მხარდამჭერი „ლიბერთი ბანკია“ – ,,კუმ დეოსა” და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ბანკის მხრიდან საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

 

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლის პოლიციამ 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
შემდეგი სტატიაჟურნალისტებზე მოძალადე დიაკონს ტაძრის წინამძღვრად ნიშნავენ (ვიდეო)