სოლომონ ზეიკიძის კეთილი საქმე – ლიბერთისა და წალენჯიხის მერიის ხელშეწყობით, „კუმ დეომ“ მორიგი საქველმოქმედო აქცია ფახულანში გამართა

ა(ა)იპ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის” მორიგ საქველმოქმედო აქცია, „ლიბერთი ბანკისა“ და წალენჯიხის მუნიციპალუტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, მორიგი საქველმოქმედო აქცია ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის თემში გამართა. აღსანიშნავია, რომ „კუმ დეო“-ს წლის ბოლო საქველმოქმედო აქცია სიმბოლურად „დემოკრარტიის ჰაბში“ – წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
„2021 წლის განმავლობაში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოვიარეთ – კახეთიდან დაწყებული მაღალმთიანი აჭარიდან დამთავრებული. ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემმა გუნდმა, უფასო სამედიცინო მომსახურეობა სამასამდე ადამიანს გავუწიეთ და ასევე, უფასო მედიკამენტებიც გადავეცით. ახლა კი სამეგრელოში, კერძოდ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემში ვიმყოფებით. საერთოდ, მიმაჩნია, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ადამიანებმა ერთმანეთს ხელი ისე უნდა გავუწოდოთ, როგორც შეგვიძლია. ჩვენ ექიმები ვართ და მოსახლეობას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეხმარებით. საქველმოქმედო აქციებს, რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც გავაგრძელებთ,“ – ამბობს „კუმ დეო – მედისკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე.

საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე („კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ თავმჯდომარე); თერაპევტი ქეთევან გოროზია („კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი), ნევროლოგი ეკა მამუკელაშვილი…
აქციაში, ასევე, ტრადიციულად, მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მოხალისეები, მათ შორის, შაკო მაჩიტიძე და ბექა გოგიაშვილი.
როგორც „კუმ დეოს“ თავმჯდომარე, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, ფახულანის თემში უფასო სამედიცინო მომსახურება 60-ზე მეტ მოქალაქეს მიეწოდა. ამასთან, მოსახლეობას ფარმაცევტული კომპანიებს – ,,ჯი ფარმას“ ხელშეწყობით უფასო მედიკამენტებიც გადაეცათ.
შეგახსენებთ: ორგანიზაციამ – „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ უკვე მეცხრე საქველმოქმედო აქცია გამართა. ფახულანის თემამდე, უფასო სამედიცინო მომსახურება სოლომონ ზეიკიძის გუნდმა ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს, თელავის რაონის სოფლების – ნაფარეული და ბუშეტი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების – წვირმისა და ლატალის, ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხას მოსახლეობას გაუწია.
აღსანიშნავია, რომ „კუმ დეოს“ საქველმოქმედო აქციების მხარდამჭერი „ლიბერთი ბანკია“ – ,,კუმ დეოსა” და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ბანკის მხრიდან საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

 

https://youtu.be/J6KbSAlAZl8

 

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი: გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდები საქართველოს მესამე პრეზიდენტს
შემდეგი სტატიამესამე პრეზიდენტს ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი შეხვდა: “ბუნებრივია შევეხეთ სასამართლო პროცესებს, რომლებიც ამ კვირაში გაიმართება