სოლოღაშვილი ინფიცირებულ ექთანზე: მას ჰქონდა ერთეულებთან შეხება და ისინი კარანტინში გადაჰყავთ

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მათთნ მომუშავე ექთანს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება.

სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში მყოფ ექთანის კონტაქტებს უკვე ჩაუტარდათ ტესტირება და მათ არ აღმოაჩნდათ ვირუსი.

„კლინიკაში არის განსაზღვრული სქემები. მედიკოსების ჯგუფებს ერთმანეთთან შემხებლობა არ აქვთ. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა ერთეულებთან შეხება და ისინი კარანტინში გადაჰყავთ. 3 ადამიანია ასეთი. დაინფიცირების წყაროს თქმა ძნელია. ვისთანაც შეიძლებოდა კონტაქტი ჰქონოდა მათ ჩაუტარდათ ტესტები და მიღებულია უარყოფითი პასუხი. ორ კვირაში ყველა პერსონალის ტესტირება სავალდებულოა“, – აცხადებს სოლოღაშვილი.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ვირუსთან ბრძოლის პროცესში გატარებულ ეფექტიან ზომებს
შემდეგი სტატიამარტვილში აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება დაიწყო