SOLO X ალექსანდრე კორძაიას სპექტაკლის „ბრუნტეტი – დაბრუნება“ მხარდამჭერია

SOLO X საქართველოში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით SOLO X მუსიკალური სპექტაკლის „ბრუნტეტი – დაბრუნება“ მხარდამჭერია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის თეატრებში გაიმართება.

„ბრუნტეტი – დაბრუნება“ ალექსანდრე კორძაიას (Kordz) ნაწარმოებზე „1999“ არის დაფუძნებული, რომელიც 2021 წელს ჰოლანდიური ანსამბლისთვის „Kluster 5” დაიწერა. მუსიკალური სპექტაკლი მაყურებელს Kordz-ის წარმოსახვით სამყაროში ამოგზაურებს. შესაბამისად, მასში გამოყენებულია 1999 წლის აუდიოჩანაწერები, რომლებშიც 5 წლის ალექსანდრე მის წარმოსახვით სამყაროზე – ბრუნტეტზე, მის მაცხოვრებლებსა და ავტორის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე გვიყვება.

სპექტაკლის რეჟისორია სანდრო კალანდაძე, წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებენ Kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები). პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე მუშაობდა „ჰარაკის“ გუნდი.

ტურის ფარგლებში სპექტაკლი სხვადასხვა ქალაქების თეატრებში დაიდგმება:
29 სექტემბერი – მარჯანიშვილის თეატრი (2 წარმოდგენა)
2 ოქტომბერი – ერისთავის თეატრი, გორი
4 ოქტომბერი – მესხიშვილის თეატრი, ქუთაისი
6 ოქტომბერი – საზაფხულო თეატრი, ბათუმი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე: TKT.GE აღსანიშნავია, რომ SOLO ბარათის მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან: SOLO X, მაზდა ცენტრი თეგეტა, Rooms Hotels.

მსახიობები:
ლანა ყავრელიშვილი
ანანო მახარაძე
ნატალია გაბისონია
ბექა ხაჩიძე
გიორგი რაზმაძე
თემო რეხვიაშვილი

მხატვარი:
ნანა კალანდაძე
ანიმაცია:
ნანა კალანდაძე და კოკა კიტია
ორგანიზატორი: Stockton

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა | ოლივერ ვარჰეი
შემდეგი სტატიადაბომბვა ხერსონში – დაიღუპა 6 წლის ბავშვი, დაჭრილია მისი 13 წლის ძმა