SOLO-ს,Visa-ს და Bolt-ის შეთავაზება ქართველ გულშემატკივრებს UEFA EURO 2024-ის ფარგლებში

SOLO, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ქომაგი, ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენებისა და გულშემატკივრების მხარდაჭერას განაგრძობს.

30 წელზე მეტია, ქართველი ქომაგები საქართველოს ეროვნული ნაკრების EURO 2024-ზე გასვლას ელოდებიან. ქართველი სპორტსმენების დამსახურებით, წელს პირველად, საქართველომ საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და F ჯგუფში მოხვდა.

პირველი შეხვედრა ნაკრებმა 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართა. ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან და პორტუგალიასთან მატჩებისთვის ემზადება.

იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა საქართველოს საზღვრებსაც გასცდენოდა, 22 ივნისს, საქართველო-ჩეხეთის მატჩის დღეს, SOLO მომხმარებლებს, SOLO Visa ბარათით გადახდისას, შესაძლებლობა ექნებათ, ჰამბურგში, ქალაქის მასშტაბით Bolt-ით მგზავრობისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს!

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით, წლის მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია „Change Inspire“ გაიმართება
შემდეგი სტატიაანაკლიის პორტის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა – “ლელო” ექსპერტებთან ერთად პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის საფრთხეებზე მსჯელობს