SOLO მომხმარებლებს სთავაზობს, 7-12 ივლისის ჩათვლით, ეგეოსის ზღვაზე გემით მოგზაურობა დაგეგმონ

SOLO მომხმარებლებს სთავაზობს, 7-12 ივლისის ჩათვლით, ანდრო დგებუაძესთან ერთად ეგეოსის ზღვაზე გემით მოგზაურობა დაგეგმონ.

აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. კრუიზის ფარგლებში მსურველებს ათენის, მიკონოსის, კრეტას, სანტორინის, პათმოსის კუნძულების დათვალიერება შეეძლებათ, თურქეთში კი ქალაქ კუშადასს და მის ფერად სანაპიროს ესტუმრებიან.

„SOLO-მ მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული მორიგი სიახლე მოუმზადა. იმისათვის რომ ეს ზაფხული თქვენთვის მთელი ცხოვრება საუკეთესო მოგონებად დარჩეს, SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა გეძლევათ 7-12 ივლისის ჩათვლით, ანდრო დგებუაძესთან ერთად დაგეგმოთ ეგეოსის ზღვაზე გემით მოგზაურობა.

კრუიზის ფარგლებში დაათვალიერებთ ადგილებს, რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ, მათ შორის: საბერძნეთის დედაქალაქ ათენს; მიკონოსის, კრეტას, სანტორინის, პათმოსის ულამაზეს კუნძულებს; თურქეთში კი − ქალაქ კუშადასს და მის ფერად სანაპიროს.

ტურის განმავლობაში მეგზურობას ანდრო დგებუაძე გაგიწევთ, რომელიც ძველი ბერძნული ფილოსოფიის სწავლებაზე მოგიყვებათ. მასთან ერთად აღმოაჩენთ მისტიური მითებისა და ლეგენდების არაერთ ადგილს. ტურის განრიგს აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3N52o50. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 8 ივნისი. რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვწეროთ hobby@solo.ge-ზე ან მიმართოთ თქვენს SOLO ბანკირს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე – კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ნაკლებად მჯერა იმის, რომ ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე შეიცვლებიან
შემდეგი სტატიაილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებს შეხვდა